რატომ ვასწავლით ქართულ ჭიდაობას
სწავლების საფეხური V-VI
კლასი
მოსწავლეთა პროფილი 15 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე არ გვყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტიურობა
მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ჭიდაობას, რომელიც საუკუნეების
ქარტეხილში გამოწრთობილი ხალხის მიერ დახვეწილი ეროვნული საუნჯეა და კულტურული მემკვიდრეობაა.
·
მოსწავლემ
უნდა შეძლოს შეადაროს ერთმანეთს ჭიდაობის ილეთები, მათი მსგავსება და განსხვავებები
, იმსჯელოს მათზე.
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
·
მოსწავლეებს
ჩაუნერგოს ეროვნული ტრადიციების სიყვარული, გაუღვივოს მათ ქართული ჭიდაობის გაცნობის
,შესწავლის და დაუფლების სურვილი.
·
მოსწავლეს
შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ჭიდაობის ილეთები, სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით
იმსჯელოს მათზე.
·
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლეს ვაჩვენებთ ილეთს და ავუხსნით ცალკეულ ჩავლებას და მოძრაობას.
·
აანალიზებს
ჩავლების, ჩახვევის, მოძრაობის აუცილებლობას და სიზუსტეს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს ჩავლებები ჩოხაში,ტანზე და ხელზე.ფეხების
მოქმედებები: ჩახვევა,მიჭარა, ამოსმა, ამოკვრა და მიბრჯენა.
შეფასების საგანი
და პროცედურები
დაკვირვების მეთოდით ვაანალიზებ მოსწავლის ცოდნას თუ
როგორ ასრულებს; ხელების, ფეხების და მთლიანი ტანის შეთანხმებულ მოძრაობას და აღნისნულით
ვაფასებ ჩათვლის სახით
საწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო ი.თომაშვილის ავტორობით
გაკვეთილის თემა: ჩაკეტილი ,,შუაკაური“ (ბრუნი) უკუგდებით
შემზიდი
10 წთ.
1.ჯგუფის მოწყობა ერთ ან ორ რიგად
2.პატაკი
3.მოსწავლეთა არრიცხვა
4.მოკლე მითითებები მეცადინეობის შინაარსზე
·
ყურადღება
ქცევაზე და ჩაზმულობაზე. მოძრაობა შესრულებული უნდა იყოს ზუსტად.
1.მდგომარეობა ,,დადექ“, ,,სწორდი“, ,,სმენა“, ,,რიგზე“ და ,,პირველ
მეორეზე გათვლა“
2.ბრუნები ადგილზე: ,,მარჯვნისაკენ“ , ,,მარცხნისაკენ“
, ,,ზურგისაკენ“
3. ადგილზე სიარული, პირდაპირ სიარულზე გადასვლა, ფეხის
წვერებზე, ქუსლებზე
4. სამწყობრო სიარული-აჩქარებული-სირბილი
5.გვერდითი სირბილი, ჯვარედინი
6.დამამშვიდებელი ვარჯიშები(ხელების, ფეხების)
მოსამზადებელი 15 წთ
1.წინკოტრიალი- უკუკოტრიალი
2.ვარჯიშთა კომპლექსი: დგომში, დაწოლილი (ზურგზე, მუცელზე).
3.დამამშვიდებელი ვარჯიშები: ტანის მთლიანი მობრუნება.
ტანის მთლიანი დაძაბვა და მოდუნება.
ძირითადი ვარჯიშები-85 წთ
ა) ვარჯიშები კისრისათვის
ბ) ვარჯიშები ზედა კიდურებისთვის
გ) ვარჯიშები ტანის კუნთებისათვის
დ) ვარჯიშები ქვედა კიდურებისათვის
ე) ვარჯიშები წელისათვის
1.ვარჯიშები სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისთვის(
ხტომები, სწრაფი ბრუნი,ჩაჯდომები,ვარდნა და ადგომა სწრაფად)
2. ძალის გამომმუშავებელი ვარჯიშები( ბაგირზე ცოცვა,ხელებზე
აწევა)
3. ჭიდაობის ტექნიკის ელემენტების შესრულება
·
ჭიდაობის
ხერხების ცალკეული ელემენტები
საბრძოლო ხერხების ტექნიკა: ტაქტიკის ელემენტები
ჩაკეტილი ,,შუაკაური“ (ბრუნი) უკუგდებით
ხელით- ა)ხელის კისერზე შემოხვევა
ბ)მარცხენა მხართან ხელის ჩაჭიდება
გ)შემტევი-მარცხენა ხელის იღლიის ქვეშ
დ)შემტევი- მარჯვენა ხელის ჩაჭიდება მარცხენას მკლავზე
ფეხით- ა)მარჯვენა ფეხის მიახლოება მარცხენასთან
ბ)მარჯვენა გვერდის დაპირისპირება მუცელთან და გულმკერდთან
გ)ფეხის ფეხებშუა გატარება
დ) ტერფის ფეხის წვივზე შემოხვევა და ჩაკეტვა
·
ე)მარცხენათი ოდნავ ჩაღუნვა
·
ვ)გამართვა მარცხენა მუხლში
·
ზ)მოწინააღმდეგის მაღლა აწევა
·
თ)ჩაკეტილი შუაკაურით უკუგდება ხელგაუშვებლად
·
საბრძოლო
ხერხების ტექნიკა:-საბრძოლო მდგომარეობა-მისვლა-ჩავლება-შეხამებული მოძრაობა-ცრუ მოძრაობები-წონასწორობიდან
გამოყვანა
·
თავდასხმა-თავდაცვა-წინააღმდეგობა-
·
ჭიდაობის
ხერხების შესწავლა-ვარჯიში ტომრით-თანამოვარჯიშესთან ვარჯიში-დაზღვევის ვარჯიში
·
მოწინააღმდეგის
გადაწყვეტილების გამოცნობა და საწინააღმდეგო ხერხის გამოყენება
მიზნის მისაღწევად
საჭიროა:
·
ძირითადი
ფანდებისა და მათი ცალკე ელემენტების შესწავლა
·
შეძენილი
ცოდნის და წესების გაუმჯობესება
·
ჭიდაობის
ტაქტიკური ელემენტების შესწავლა
·
თანამოვარჯიშის და თავდაზღვევის ხერხების შესწავლა
დამამშვიდებელი ვარჯიშები 5 წთ
·
ნელი
სიარული
·
სამწყობრო
სიარული-სუნთქვითი ვარჯიში-ვარჯიში მოდუნებაზე
ჩატარებული მეცადინეობის
შეჯამება
საშინაო დავალება: მეცადინეობიდან ორგანიზებულად წასვლა.
შეფასება
·
მოსწავლეებმა
გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს ზედმეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვეს თავი, რაშიც
გამოადგათ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი.
·
გაკვეთილზე
გამოყენებულმა სტრატეგიებმა დიდი გავლენა მოახდინა, რაც გამოიხატება მათ მიერ ილეთების
ათვისებაში.
No comments:
Post a Comment