გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
რატომ ვასწავლით ქართულ ჭიდაობას
კლასი: მე-5, მე-6
მოსწავლეთა პროფილი: 15 მოსწავლე
მიზანი
·
მოსწავლეთათვის
ქართული ჭიდაობის წესებისა და ილეთების გაცნობა,
შესწავლა
აქტუალობა და
მიზანი
·
სპორტის
ეს სახეობა ხელს უწყობს მნიშვნელოვანი თვისებების განვითარებას:მოქნილობა, მოხერხებულობა,
სისხარტე.
·
აყალიბებს
ათლეტურ აღნაგობას.
·
აკაჟებს
მოზარდის ჯანმრთელობას
·
ამ
სახეობაში ვარჯიში მოსწავლეებს აძლევს გაბედული მოქმედების საშუალებას.
წინარე ცოდნა
·
მოსწავლეები
იხსენებენ რა იციან ქართული ჭიდაობის შესახებ
აქტივობა
1.ჯგუფის მოწყობა
2.მოსწავლეთა აღრიცხვა
3.მოკლე მითითებები მეცადინეობის შინაარსზე
4.ბრუნები ადგილზე: ,,მარჯვნისაკენ“ , ,,მარცხნისაკენ“
, ,,ზურგისაკენ“
5. ადგილზე სიარული, პირდაპირ სიარულზე გადასვლა, ფეხის
წვერებზე, ქუსლებზე
6. სამწყობრო სიარული-აჩქარებული-სირბილი
7.გვერდითი სირბილი, ჯვარედინი
8.წინკოტრიალი- უკუკოტრიალი
9.ვარჯიშთა კომპლექსი: დგომში, დაწოლილი (ზურგზე, მუცელზე).
10.დამამშვიდებელი ვარჯიშები: ტანის მთლიანი მობრუნება.
ტანის მთლიანი დაძაბვა და მოდუნება
11.ვარჯიშები სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისთვის(
ხტომები, სწრაფი ბრუნი,ჩაჯდომები,ვარდნა და ადგომა სწრაფად)
12. ძალის გამომმუშავებელი ვარჯიშები( ბაგირზე ცოცვა,ხელებზე
აწევა)
13. ჭიდაობის ტექნიკის ელემენტების შესრულება
14.ჭიდაობის
ხერხების ცალკეული ელემენტები
15.საბრძოლო ხერხების ტექნიკა: ტაქტიკის ელემენტები
16.ჩაკეტილი ,,შუაკაური“ (ბრუნი) უკუგდებით
- · მარცხენათი ოდნავ ჩაღუნვა
· გამართვა მარცხენა მუხლში
· მოწინააღმდეგის მაღლა აწევა
· ჩაკეტილი შუაკაურით უკუგდება ხელგაუშვებლად
·
საბრძოლო
ხერხების ტექნიკა:-საბრძოლო მდგომარეობა-მისვლა-ჩავლება-შეხამებული მოძრაობა-ცრუ მოძრაობები-წონასწორობიდან
გამოყვანა
·
თავდასხმა-თავდაცვა-წინააღმდეგობა-
·
ჭიდაობის
ხერხების შესწავლა-ვარჯიში ტომრით-თანამოვარჯიშესთან ვარჯიში-დაზღვევის ვარჯიში
·
მოწინააღმდეგის
გადაწყვეტილების გამოცნობა და საწინააღმდეგო ხერხის გამოყენება
შეფასება
·
მოსწავლეებმა
გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს ზედმეტ ნაკლებად წარმატებით გაართვეს თავი, რაშიც
გამოადგათ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი.
·
გაკვეთილზე
გამოყენებულმა სტრატეგიებმა დიდი გავლენა მოახდინა, რაც გამოიხატება მათ მიერ ილეთის
ათვისებაში.